ახალი ამბები
სანამ ჩვენ ვიყავით დაკავებულები, რუსეთმა საქართველოსთან აღადგინა ავიამიმოსვლა - ბჟანია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენის გეგმების კომენტირებისას რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გამოეხმაურა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" წერს.

"რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, ამ კუთხით ჩვენც ვმუშაობთ (რუსეთთან). ხელი უნდა მოეწეროს დოკუმენტს, მთავრობათაშორის შეთანხმებას, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ. სანამ ამით ვიყავით დაკავებულები, საჰაერო კომუნიკაცია საქართველოსთან აღდგა. ეს ჩვენზე არანაირ გავლენას არ მოახდენს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო მიმოსვლა იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა ბჟანიამ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას რუსი ინვესტორი განახორციელებს და აეროპორტი ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შევა.

გასული წლის მარტში აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, შესაძლოა ავიაკომპანია შეიქმნას და დასძინა, რომ "სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქცია და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა - მასშტაბური ამოცანაა".

უფრო ადრე, ის ამბობდა, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტირებაზე თანხა უკვე გამოიყო და იმედი გამოთქვა, რომ აეროპორტი ფრენების მიღებას 2024 წლის იანვრისთვის დაიწყებს.

სოხუმი უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას. 

2019 წლის ივლისში აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.

საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.

სოხუმის აეროპორტი საქართველოს მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO- მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.

ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
02 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
02 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს ვებ გვერდზე ავრცელებს.
02 / მაისი 2025
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მეთორმეტე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.