ახალი ამბები
"ენგური ატრაქციაში" კინოთეატრი მოეწყო
ენგურის ატრაქციას ახალი სივრცე შეემატა. დღეიდან ენგურჰესის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე კინოთეატრი გაიხსნა, სადაც სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ენგურჰესის ისტორიის და ფუნქციონირების შესახებ მომზადებული ფილმები ნახონ.

რადიო "ათინათი" "ენგური ატრაქციის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ახალ სივრცეს რამდენიმე ფუნქცია ექნება, კინო ჩვენების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების მოწყობაც. ანთიძის თქმით, ახალ ატრაქციაში სრულად არის შენარჩუნებული შენობის ინდუსტრიული მახასიათებლები.

"კინოთეატრში ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ნახონ ისტორიული ფილმი ენგურჰესის შესახებ, თუ როგორ მუშაობს და რამხელა კომპლექსთან გაგვაქვს საქმე. დღეს უკვე ვიზიტორებმა ნახეს  ანიმაციური ფილმიც. ეს იქნება საჯარო სივრცე, რომელიც გამოსადეგი იქნება საინტერესო ღონისძიებებისთვისაც. ჰესის ადმინისტრაციულ შენობაში ავიღეთ ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ჩვენ თვითონვე მოვაწყეთ უსაფრთხო გარემო, ეს გაკეთდა მაქსიმალურად იმ ინდუსტრიული ღირებულებების შენარჩუნებით. იმედი მაქვს, სტუმრებს მოეწონებათ. ჩვენი სტატისტიკის მიხედვით, გასული 1 წლის განმავლობაში 41 000 ვიზიტორი გვყავდა. მიმდინარე წლის მაისში უკვე 4 000 ვიზიტორი გვყავდა", - უთხრა რადიო "ათინათს" ანთიძემ.

კინოთეატრის ამოქმედების შემდეგ, "ენგურის ატრაქციაში" ვიზიტორებისთვის ფასები დაკორექტირდა. ატრაქციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საფეხმავლო ტურის ღირებულება 4 ლარი იქნება, მოკლე ტურის - 10, ხანგრძლივი - 30. სამივე პაკეტი კინო - თეატრში ვიზიტს ითვალისწინებს.

ენგურჰესზე უკვე მოეწყო რამდენიმე საგამოფენო სივრცე, შემუშავდა სპეციალური მარშრუტები.

ენგურჰესის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტი ესტონურმა კომპანიამ "KOKO arhitektid OÜ"" მოამზადა. ის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას გულისხმობდა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.