ახალი ამბები
ჩემი აზრით, კარგი პერსპექტივები ჯერ არ ჩანს, - ალხას კვიცინია სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგზე
"რუსეთში აფხაზეთის ელჩმა" ალხას კვიცინიამ  "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ "რუსული ბიზნესი აქტიურ ოპერირებას იწყებს აფხაზეთში და ამჟამად რუსი ინვესტორები ბიჭვინთაში საკურორტო კომპლექსის მშენებლობის პროექტს ასრულებენ".

მისი თქმით, რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტურისტების მოსაზიდად, "სამგზავრო გადაზიდვები უნდა განვითარდეს, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო",  ამისთვის, კი მხარეები "ინტენსიურად მუშაობენ რუსეთ-აფხაზეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის გახსნის პროექტზე".

რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კვიცინიამ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგზეც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვას, "მზად არის თუ არა თბილისი ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის ფარგლებში", ასევე "დამოუკიდებელ აფხაზეთთან" მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგისთვის", მან უპასუხა: "სამწუხაროდ არა. და, ჩემი აზრით, კარგი პერსპექტივები ჯერ არ ჩანს".

"მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სოხუმში მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყვნენ", აღნიშნა მან შემდეგ კითხვაზე პასუხად:

"რამდენად სავარაუდოა, რომ "საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც მანამდე რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის განზრახვის არქონაზე საუბრობდა, შეცვალოს თავისი პოზიცია დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე". 

კვიცინიამ აქვე დასძინა, რომ სწორედ "აქედან გამომდინარეობს პერმანენტული წვრთნები, ხშირად, რუს სამხედროებთან ერთად".

ალხას კვიცინია რუსეთის ფედერაციაში "აფხაზეთის ელჩად" 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი.

კვიცინია პარტია "ამცახარას" ყოფილი ლიდერია. ის ე.წ. პრეზიდენტის" ადმინისტრაციის უფროსი იყო.  მანამდე "მოსკოვში სოხუმის ელჩის" პოზიციას იგორ ახბა იკავებდა. 2021 წლის დეკემბერში ის ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში "აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.

2023 წლის მარტში მოსკოვმა და სოხუმმა ხელი მოაწერეს "უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმას", რომელიც ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერების ღონისძიებებს, 2014 წელს - "მოკავშიროებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო 2020 წელს "ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამა" დაამტკიცეს.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.