ახალი ამბები
სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და პროექტ "კლასტერები განვითარებისთვის" ორგანიზებით სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა.

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

მედიატურის მიზანია ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ.
მედიატურის ფარგლებში 30-მდე სხვადასხვა მედია საშუალების, მათ შორის ტელევიზიის, ონლაინ მედიისა და რადიოს ჟურნალისტები ორდღიანი სემინარის მიმდინარეობისას სააგენტოს არსებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებს გაეცნენ, ასევე ეწვივნენ ზუგდიდში მდებარე „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გაიხსნება.

ჟურნალისტრები ადგილზე დეტალურად გაეცნენ საკონსულტაციო ცენტრების კონცეფციას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება ბათუმსა და თელავშიც, ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ტიპის ცენტრები ათივე რეგიონში განთავსდება.

მედიატურში მონაწილე ჟურნალისტებმა ზუგდიდში ასევე დაათვალიერეს სააგენტოს ბენეფიციარი სასტუმრო „ლეთო“, რომელიც სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. პროექტში 4 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა და დასაქმებულია 70-ზე მეტი ადამიანი.

ბათუმში მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ არტ გლას სტუდიოს, რომელიც ვიტრაჟებს აწარმოებს და „აწარმოე საქართველოში“ მიკროგრანტების პროგრამის მონაწილეა.

ტურის ბოლოს ჟურნალისტები "შალე კვირიკე" ახალი პროექტის გაეცნენ, რომელიც ყველასათვის უკვე კარგად ნაცნობი მულტიფუნქციური სასტუმრო კომპლექსის - "შატო კვირიკეს" ერთგვარი გაგრძელებაა.

"შატო კვირიკე" ბათუმიდან 20 წუთის გზაზე, ქობულეთში მდებარეობს - ის 6 ჰექტარზეა გაშენებული და ისეთ სივრცეებს აერთიანებს, როგორებიცაა: მთავარი სასტუმრო შენობა, 15 კოტეჯი, კერძო ვილა, ვენახი და ღვინის მარანი, რესტორნები, გარე საცურაო აუზი, საღონისძიებო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი. შატოს მსგავსად, "შალე კვირიკე" პროექტ "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა.

ის აჭარაში, კვირიკეს მთებში, რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლოკაციაზე - ზღვის დონიდან 1050 მეტრზე, შავი ზღვის სანაპიროდან კი 12 კილომეტრში მდებარეობს."შალე კვირიკე" აერთიანებს რესტორანსა და 20 კოტეჯს - პანორამული ხედებით კოლხეთის დაბლობსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ხშირად, დაბლობებსა თუ სანაპიროს ღრუბლები ფარავს და ხედები კიდევ უფრო ზღაპრული ხდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.