ახალი ამბები
სტიქიის შედეგად წალენჯიხის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყდა
წალენჯიხაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლებში ნაგურუსა და საჩინოში შესასვლელი ხიდი დააზიანა. წალენჯიხის მერის მოადგილის ინფორმაციით, 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, არ არსებობს შემოვლითი გზაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილზება სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს.

ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.

"ნაგურუსა და საჩინოში შესასვლელ ხიდს წყლის ძლიერმა ნაკადმა საყრდენი გამოაცალა, 12 ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს, მისასვლელად შემოვლითი გზაც არ არის. სამხარეო ადმინისტრაცია უკვე ინფორმირებულია და ველოდებით მძიმე ტექნიკის მოვლას, ჩვენი რესურსებით უკვე ვმუშაობთ,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა.

სტიქიის მიერ მიყენებულ ზინას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან, უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
04 / ივნისი 2026
„ქართული სუფრა - აკადემიაა“, ამბობენ და ეს გამოთქმა განსაკუთრებით ნათლად იკვეთება მეგრული ტაბაკობის ტრადიციებში.
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.