ახალი ამბები
დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვსა და სოხუმს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" საკითხების დარეგულრების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, იტყობინება სააგენტო "ინტერფაქსი".
საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ ხმოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.

შეთანხმების თანახმად, რომლის პროექტი 2022 წლის მარტში მომზადდა, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ "აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა და განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას".

მასში ნათქვამია, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს" შესაძლებლობა ეძლევათ რუსეთის ფედერაციას მიმართონ გამარტივებული წესით რუსეთის მოქალაქეობის მიღების განაცხადით და რომ ის ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიან იმ ტერიტორიაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში.

ასევე, "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები, როემლთაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური "ერთ-ერთ ქვეყანაში , თავისუფლდებიან მეორე მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან".

"ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შეთანხმებას მოეწერება ხელი, სექტემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. შესაბამისი განკარგულება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა გასცა, იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.  აღნიშნული "შეთანხმების" რატიფიცირების საკითხებზე წარმომადგენლად ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი დანიშნა.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
ფოთში დიალიზის სახელმწიფო სერვისის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
27 / ივლისი 2024
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო.
27 / ივლისი 2024
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:45 საათზე დაფიქსირდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.