რეგიონი
ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 ჩატარდება
7 - 8 და 9 ივლისს, ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები  და მუსიკოსები.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ორგანიზატორები ავრცელებენ.

,,თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს. მიუხედავად, ისტორიულ-კულტურული კონტექტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია. „F5“ მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა'', - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ორგანიზატორების ცნობით, ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი და ხათუნა გოგია.

საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ალექსანდრე ხარანაული, VAQO, Keren Batok (ìsotopia);

ფესტივალის ორგანიზატორები არიან: ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ფესტივალი პირველად 2018 წელს ჩატარდა.

ფესტივალ F5-ს პროგრამა

7 ივლისი
ლიტერატურული პროგრამა:
17:00 საათი: ლია სტურუას პოეტური სიტყვა - დუენდეს ქართული ვარიაცია. შეხვედრა ლია სტურუასთან. მოდერატორი: ზეინაბ სარია;
17:30 საათი: აპოკალიფსის მოლოდინში. შეხვედრა ზურა ჯიშკარიანთან. მოდერატორი: გიორგი შონია;
18:00 საათი: თუთა ჯგუშიას წიგნის "კარგად ყოფნის წესები" წარდგენა.
18:30 საათი: ღვთისშვილები ქართულ მითოლოგიაში. შეხვედრა გიორგი არაბულთან. მოდერატორი: გვანცა ჯობავა;
19:00 საათი: დიდი მასწავლებლები; შეხვედრა ანა კორძაია- სამადაშვილთან; მოდერატორი: ნატა ლომოური;


20: 30 საათი - მუსიკა: Keren Batok (ìsotopia);


8 ივლისი
ლიტერატურული პროგრამა:
17:00 საათი: ზურაბ ქარუმიძის ახალი წიგნის - "ექსოდოსის" წარდგენა. მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
17:30 საათი: მთარგმნელი, როგორც ავტორი – შეხვედრა ხათუნა ცხადაძესთან
18:00 საათი: გიორგი ჩუთლაშვილის ხსოვნის საღამო; მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: ზვიად კვარაცხელია, ნიკა ლაშხია, გიორგი შონია და გიო ლომიძე;
18:30 საათი: ნათია გიორგაძის ახალი წიგნის – "ღმერთის დიაპაზონი" წარდგენა. მოდერატორი: ხათუნა გოგია;
19:00 საათი: ლიტერატურიდან კინოში ნასესხები ფორმები და კონცეფციები. შეხვედრა ნინი შველიძესთან.
19:30 საათი: პოეტური საღამო - ანა ჯავახიშვილთან და გიო ლომიძესთან. მოდერატორი: ნიკა ლაშხია;

20:30 - მუსიკა: ალექსანდრე ხარანაული;


9 ივლისი:

17:00 საათი: გიორგი კეკელიძის წიგნის "ვარსკვალი სახელად ვარსკვლავი" წარდგენა. მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
17:30 საათი: წარსული, როგორც მომავლის ხმა. შეხვედრა ეკატერინე ტოგონიძესთან. მოდერატორი: ანა კორძაია-სამადაშვილი;
18:00 საათი: რაზე ვიცინით, როცა ლიტერატურაზე ვიცინით ხოლმე. შეხვედრა ბექა ადამაშვილთან.
18:30 საათი: პოეზია ომში. შეხვედრა ნატალია ტროხიმთან. მოდერატორი: გაგა ნახუცრიშვილი;
19:00 საათი: თემურ ელიავას ახალი წიგნის – "ყვავების ფოსტა" წარდგენა, მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია;
19:30 საათი: XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლიტერატურული ცხოვრება სამეგრელოში. ბესიკ არახამიას ლექცია


20:30 საათი - მუსიკა: VAQO ;

გელოდებით, 7-8-9 ივლისს ზუგდიდი მოლში!

დასწრება თავისუფალია!


ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი მხარდამჭერები არიან:
გამომცემლობა "ინტელექტი",
სულაკაურის წიგნის მაღაზია,
მწერალთა სახლი.
ფესტივალის გენერელური სპონსორები:
"არებატო ფილმს";
ლუდი ნატახტარი;
მაკდონალდსი;

სპონსორები:
"ჯი ჯი პოინტი"
"შპს "ზუგდიდის სუპერმარკეტი"
სასტუმრო "კოლხი"
ეთნო სოფელი "სისატურა"
Rose moda
Hotel Atelier
საცხობი "ნანუ"
Door house
WOK SPOT
"არქი ვეი"
სასტუმრო "სამეგრელო"
რესტორანი "ბაგრატიონი"
ფესტივალის პარტნიორია: ზუგდიდი მოლი;
მედია პარტნიორები: ტელე-რადიო კომპანია "ოდიში", რადიო "ათინათი";

Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ფესტივალი F5 /
დაფინანსებული
Rakuten Viber-მა, გლობალურმა უსაფრთხო შეტყობინებების პლატფორმამ და სუპერ აპლიკაციამ, კომუნიკაციის დაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, ახალი გადაწყვეტილებები გამოუშვა. ამიერიდან, ბიზნესს შეუძლია სწრაფად
2022 წელს ზუგდიდში დაფუძნდა ,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი", რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას სტიპენდია 104 წარჩინებულ სტუდენტს დაენიშნა.
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2024
სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სათანადო სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტების რეგიონებთან მიმართებით.
13 / ნოემბერი 2024
გუდაუთის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „აფსნიპრესი“ იტყობინება, აფხაზური "სახელმწიფო ავტოინსპექციის"  უფროსის დამეი ავიძბას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
13 / ნოემბერი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი, 96 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში აღირიცხა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
08 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 7 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.