რეგიონი
რა მდგომარეობაა სამეგრელოში სტიქიის ზონებში - მხარის ადმინისტრაციის ინფორმაცია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები. სტიქიამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია რის გამოც გზების ნაწილი დაზიანებულია.

აბაშაში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების გამო შეფერხებაა გაზმომარაგებასთან დაკავშირებით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, შექმნილ ვითარებას ადგილზე მერებთან ერთად ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილეები. აბაშის მუნიციპალიტეტში, სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხ. წყალი, აბაშა. არსებობს საფრთხე გადმოვიდეს მდ. რიონი. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

მარტვილში
დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე, მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი. უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ამ ეტაპზე მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს.

სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში; გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ფოთში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ზღვის სანაპირო ზოლი. ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის რამდენიმე ფაქტი.

სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი და ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი ცენტრალური მილები. სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. ფოთისა და ქ. სენაკის 32 000-ზე მეტ აბონენტს.

ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური. კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.გაწმენდით სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“. აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო - პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.

ხობში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა. უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან არხები და ღელეები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის სამსახურები და თვითმმართველობის შესაბამისი იურიდიული პირები. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. პრობლემურ ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.

ჩქვალერის
ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები.საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.

ამავე თემაზე:

სტიქია სამეგრელოში - ყველა მუნიციპალიტეტში პრობლემებია

სენაკისა და ფოთის აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა (ფოტო)

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია "გზამკვლევმა" ბენეფიციარებისთვის ღონისძიება გამართა.
დღის სიახლეები
17 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მოქალაქეებმა, აქტივისტებთან და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ე.წ უცხოელი აგენტების კანონის პარლამენტში პირველი მოსმენით მიღება გააპროტესტეს.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.
17 / აპრილი 2024
საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
11 / აპრილი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.