რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთის "ვიცე-პრემიერი" თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი სერგეი პუსტოვალოვი თანამდებობიდან გადააყენეს.

ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს.

ამავე ცნობით, პუსტოვალოვის გადაყენების შესახებ განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 1 სექტემბერს მოაწერა ხელი. თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ დღეს, 5 სექტემბერს გახდა ცნობილი.

სერგეი პუსტოვალოვი დაიბადა ვორონეჟში, დაამთავრა ყაზან სუვოროვის სამხედრო სკოლა. 2004 წლამდე მუშაობდა სარატოვში, 2004-2008 წლებში იყო დე ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სოციალურ და იურიდიულ საკითხებში. პუსტოვალოვი აფხაზეთის მთავრობის ,,ვიცე-პრემიერად'' 2020 წლიდან მუშაობდა.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია ჯანსუხ ნანბას ,,პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის'' თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ნანბას სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალ კვარჩია დაინიშნა.

ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ინალ არძინბაც.

ამავე თემაზე:

გადადგნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.