რეგიონი
TI - მერიამ „ზუგდიდობისთვის'' საჭირო მომსახურება გამარტივებული წესით შეისყიდა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს, რომ ზუგდიდის მერიამ 17 სექტემბრის, “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო მომსახურება შპს “სტუდია 1,2,3”-ისგან გამარტივებული წესით 367,054 ლარად, ღონისძიებამდე 6 დღით ადრე, 11 სექტემბერს შეისყიდა.

მათივე განმარტებით, გამარტივებულ შესყიდვას ზუგდიდის მერია ღონისძიების მასშტაბურობითა და კომპლექსურობით ასაბუთებს და უთითებს, რომ  აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოც ეთანხმება.

როგორც გამჭვირვალობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდის მერიას საკმარისი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ “ზუგდიდობის” დღესასწაულისთვის საჭირო ღონისძიებების შესასყიდი ტენდერი მოეწყო, რადგან ეს ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში თავიდანვე იყო დაგეგმილი.

,,შპს “სტუდია 1,2,3”-ის 100% წილის მფლობელია თამარ ფოცხიშვილი, დირექტორი - გიორგი ტეტიაშვილი. კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე 2,001,624 ლარის 37 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 751,462 ლარის ღირებულების 4 ხელშეკრულება მიიღო (საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსგან - 331,408 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან - 53,000 ლარი და ზუგდიდის მერიისგან - 367,054 ლარი). კომპანიამ წარსულში 99,621 ლარის ორ ტენდერშიც გაიმარჯვა. მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვა კონკურენციის არსებობას გამორიცხავს, რაც კორუფციული რისკების მატარებელია'', - ვკითხულობთ TI-ის ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მომავალში უფრო მკაცრად მოეკიდოს პირდაპირი შესყიდვებისთვის თანხმობის გაცემის საკითხს.
Print Email
FaceBook Twitter
თეგები: ზუგდიდობა /
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.