მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში მზიან ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 სექტემბერს ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსი იქნება.
სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში ანაკლიასა და ფოთში მზიანი ამინდი და ჰაერის მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
მასალის გამოყენების პირობები