მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ									
			
		
						
			
			
			
								4, 5 და 6 ოქტომბერს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.  
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 4 ოქტომბერს, დღის ბოლომდე, შესაძლოა, იწვიმოს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. 
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთს,  4 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 5-6 ოქტომბერს კი უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა  +22, +24 გრადუსს მიაღწევს. 
მესტიაში ხვალიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები