ახალი ამბები
ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით სამეგრელოში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

სამეგრელოს რეგიონში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა.

პროგრამის ღონისძიებაზე, რომლის პარტნიორი ასოციაცია „ათინათია“, მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 14 სხვადასხვა პროექტი წარუდგინეს. მათი მიზანი იყო ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ პროექტების განხორციელებას.
ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენელმა ელენე ჩხეიძემ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ შარშან ჩატარებული სკოლა-ბიზნეს ფორუმის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ხუთი პროექტი დაფინანსდა და ხუთმა სკოლამ იპოვა პარტნიორი ორგანიზაცია.

„წელს, ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი პარტნიორი გამოჩნდება სასკოლო პროექტების გულშემატკივარი და კიდევ მომავალი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მსგავსი ტიპის შეხვედრები. სკოლა და ბიზნესი შეძლებს, შეხვდნენ ერთმანეთს, დაელაპარაკონ, იპოვონ საერთო ინტერესები და ერთად განახორციელონ საინტერესო პროექტები“, - აღნიშნა ჩხეიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა „მისო კრისტალის“ HR ბრენდინგის კოორდინატორმა ნატალია შავლაყაძემ.

„სკოლა-ბიზნეს ფორუმის პროექტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობისთვის, რამეთუ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს აღნიშნული პროგრამით თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ, დაეუფლონ პროექტების წერის ხელოვნებას, პრეზენტაბილურები იყვნენ, რაც, საბოლოო ჯამში, ეხმარებათ იმაში, რომ თავიანთი მომავალი სწორად და კარგად დაგეგმონ. ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ შევარჩიოთ ჩვენი კომპანიებისთვის, შრომითი ბაზრისთვის ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და პასუხისმგებლიანი თანამშრომლები“, - თქვა მან.

ასევე, საკუთარი კომპანიების შესახებ ისაუბრეს „ვივა დეველოპმენტის“ პროექტის მენეჯერმა ლაშა გვაჯაიამ და ბაზის ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიშვილმა.

საინტერესო იყო პროექტის მონაწილე მოსწავლეთა აზრი. მელანო კაკაჩია, ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ პროექტზე, დიდი ხანია, მუშაობს.

„ვინაიდან აფხაზეთის სკოლა ვართ, გადავწყვიტეთ, რომ პროექტი შეგვემუშავებინა აფხაზურ-ქართული ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვეულებრივ, სკოლაში ვაკეთებთ ხოლმე ამ მიმართულებით ღონისძიებებს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიგვეცა და ასე უფრო დიდი შედეგი დაიდებოდა, სწორედ ამაში გვჭირდება სპონსორი კომპანიის დახმარება“, - განმარტა მან.

მელანო იმედოვნებს, რომ იპოვის პროექტის დამფინანსებელს, თუმცა, დასძენს, ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა ყველა შემთხვევაში კარგი გამოცდილებაა.

ღონისძიების მსვლელობისას დაჯილდოვდნენ რადიო ,,ათინათი'', “ შპს“პილოტი 2014“, „ვივა დეველოპმენტი“ და „ბაზის ბანკი“, რომლებმაც წინა აკადემიურ წელს დააფინანსეს სასკოლო ინიციატივები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 8 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.