ახალი ამბები
ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ხელს აწერს და საგანგებო განცხადებით მიმართავს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ისინი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დაკავებას ითხოვენ. საქმე ეხება ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების განლაგების გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო ოპოზიციამ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, ამიტომ მათი განმარტებით, პარტნიორებს ოპოზიციის ერთობლივი განცხადებით მიმართავენ.

"ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები, ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს გაცხადებული ეროვნული ინტერესებით:
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის, დემოკრატიულად განვითარების, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ;

მხარს ვუჭერთ რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;

ვეყრდნობით რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს, მათ შორის საქართველოს კანონს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და პარლამენტის შესაბამის რეზოლუციებს, მათ შორის 2021 წლის რეზოლუციას "დეოკუპაციის და რუსეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ";

ვადასტურებთ რა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ძალის არგამოყენების ვალდებულებისადმი საქართველოს ერთგულებას;

ერთხმად და მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილება, ისევე როგორც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობა.

მიგვაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის აღნიშნული გადაწყვეტილება დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. მიგვაჩნია, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და როცა ქვეყანა ელოდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა გაგრძელებაა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომისა. შესაბამისად, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.
მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი.
ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად.

ვინაიდან მმართველმა პარტიამ ფაქტობრივი უარი განაცხადა ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე საქართველოს პარლამენტში, ამ ფორმით გიზიარებთ საპარლამენტო ოპოზიციის ერთიან პოზიციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო.
27 / ივლისი 2024
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 05:45 საათზე დაფიქსირდა.
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.