ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში "შეიარაღებული პირების" ყოფნა არ დადასტურდა - რა გამოხმაურება მოჰყვა ამბავს სოციალურ ქსელებში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით, გულრიფშის რაიონში შეიარაღებული პირების ყოფნა არ დადასტურდა.

"აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად, 8-9 ნოემბერს განახორციელა სპეციალური ღონისძიებები, გულრიფშის რაიონში, აზანთას დასახლებასთან, შეიარაღებული პირების შესაძლო ყოფნის შესახებ,  ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, კი ამ მიზნით, "გადაკეტეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და ადგილზე დაზვერვა",  - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

მანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ "ძალოვნები" გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ პირთა ჯგუფს ეძებენ. ამავე ცნობით, მოგვიანებით, საძიებო ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთო.

"დივერსიულ ჯგუფზე" ინფორმაციას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლების ნაწილმა ამბავი "ფეიკად" აღიქვა, ნაწილს კი წყაროდ რუსული მედიის პუბლიკაციები მოჰყავდა, წერს "ეხო კავკაზას" კორესპონდენტი და მაგალითად რამდენიმე კომენტარი მოჰყავს:

"აეროპორტში მისვლა უნდათ, რომ დივერსია მოაწყონ. Რისთვის? ის მაინც არ ფუნქციონირებს. ცოტა ხნის წინ იქ წისქვილს ვეძებდი. დიდხანს ვეძებე, ბევრი ვიწვალე, ვკითხე ადგილობრივებს და ბოლოს ვიპოვე - არ მუშაობდა. იქ ჩვენი წისქვილიც არ მუშაობს - რომელ აეროპორტზეა საუბარი?!"

"ვნახავ, რასაც იპოვიან. სოლოვიევი თავის ტელეგრამ არხზე რაღაცას ლაყბობს საკუთარი მიზნებისთვის და ჩვენები კი მაშინვე ვიღაცის საძებრად გაიქცნენ... სამაგიეროდ, ჩვენ არ გვძინავს".

"თქვენ წარმოიდგინეთ, სამხედროებსა და მესაზღვრეებსაც კი არ უნახავთ, მონადირეებმა ნახესო... და მთებში რომ არ ენახათ, მაშინ რა მოხდებოდა?"


"თავდაპირველად ეწერა, რომ 7 ადამიანია, მერე ვიღაცას 50 - ის დაწერა მოუნდა..."

"დილამდე ალბათ დივერსანტების ბატალიონზე იქნება საუბარი. კვადროკოპტერი სჭირდებათ დივერსანტებს, მთებში გზა რომ გაიკვლიონ, GPS ტრეკერი დარჩათ სახლში. აეროპორტისკენ მიდიან - სწორია, ინვესტორს ძველი შენობების დანგრევაში დაეხმარებიან და აეროპორტის ღირებულება გაზარდონ რისკისთვის".

ერთ - ერთი ვერსიით, რომელიც აფხაზმა ბლოგერმა ასტამურ კაკალიამ გამოთქვა, სავარაუდოდ, საუბარია სტრაიკბოლზე.

"ვარჯიშობდნენ ან რაღაც ამდაგვარი იყო, სავარაუდოდ...  უფრო ეს ვერსია მუშაობს. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. საქართველოს მმართველი ხელისუფლება ახლა არ სჩადის იმავე ქმედებებს, რასაც წინა ხელისუფლებები აკეთებდნენ. მას სულ სხვა გეზი აქვს აღებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ რამეს გააკეთებდნენ..."

თავდაპირველად "საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ" დაწერა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის "ტელეგრამ"-არხმა "Соловьев LIVE". როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი "სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო". მოგვიანებით, "Соловьев LIVE"-მა ცნობა წაშალა.

თბილისში აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.