ახალი ამბები
სენაკის საპატიო მოქალაქეებს შორის ლაშა ტალახაძე და გურამ ზესაშვილი დასახელდნენ
სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება "ეგრისობის" დღესასწაულზე 16 ადამიანს მიენიჭა, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს გურამ ზესაშვილს და ძალოსანს, ორგზის ოლიმპიურ, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს.

სენაკის საპატიო მოქალაქე ასევე გახდნენ: ბიზნესმენი გია ადამია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების სენაკის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ჭანტურია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, კოლორიტი სენაკელი შოთა ლომია, მხატვარი ვახტანგ ბესელია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლალი გოგინავა, კომპანია ,,ბადაგონის" დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სან მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი სალაყაია, ბიზნესმენი კახაბერ ივანიძე, ინჟინერ-მშენებელი ამირან აფაქიძე, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველი მარიამ ქუჩულორია, მხატვარი ჰაიკო გახარია, სენაკის ფერმერთა სკოლის ლიდერი ვენერა ლიპარტია, მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა ,,სენა-მედის" დამფუძნებელი, ექიმი გიორგი თოლორდავა, ჟურნალისტი, ისრაელში მოღვაწე სენაკელი ებრაელი სულო სეფიაშვილი.

ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობა გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყო ეთნო კუთხეები, ჩატარდა მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი.

"ეგრისობა" ქართული-ესტრადის ვარსკვლავების გალა კონცერტით დასრულდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.