ახალი ამბები
სენაკში მასწავლებლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ორ პედაგოგს ბრალი წარედგინა
სენაკში,  სოფლის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე ბრალი მის ორ კოლეგას წარედგინა.

საქმეზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით. გარდა ამისა, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება ამავე პირების მონაწილეობით სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე.

“საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ორი პირი გაამართლა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის აპრილში, სენაკის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულებმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დაზარალებულის მიმართ განახორციელეს პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შედეგად დაზარალებული აიძულეს სამსახურიდან საკუთარი ინიციატივით წასვლის განცხადება დაეწერა.

ბრალდებულების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებულმა თავის მოკვლა სცადა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით თითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) და 169-ე მუხლით (შრომის კანონმდებლობის დარღვევა) წარუდგინა.

ბრალდებულები პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გადაყენებულ იქნენ თანამდებობიდან.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაშ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.