რეგიონი
ზუგდიდელი კარატისტი ლევან დადეშქელიანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
კარატე 1-ის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატზე, რომელიც ვენეციაში გაიმართა, ზუგდიდელმა სპორტსმენმა ლევან დადეშქელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ინფორმაციას საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საქართველოს ნაკრების 14 წლამდე ასაკის კარატისტმა დაამარცხა უკრაინის, პოლონეთის, იტალიის, ლუქსემბურგის, ესპანეთის სპორტსმენები და გავიდა ნახევარფინალში, სადაც შეხვდა საფრანგეთის წარმომადგენელს.

,,უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ფრანგმა სპორტსმენმა გაიმარჯვა და ლევანმა ასპარეზობა ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა. ბოსნიელ სპორტსმენთან საკმაოდ რთული პაექრობა წარიმართა: თითქმის შეხვედრის ბოლომდე ანგარიში 2:1 დაძაბულობის საბაბს გვიტოვებდა, მაგრამ ლევან დადეშქელიანმა ბრძოლა თავისი ჩვეული სტილის ილეთით, 3 ქულიანი მავაში გერით დააგვირგვინა, გაიმარჯვა სრული უპირატესობით, 5:1 და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი'', - აღნიშნულია ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.

მსოფლიო კარატეს ფედერაციის ეგიდით (WKF) გამართულ ღონისძიებაში  81 ქვეყანა და 4130 სპორტსმენი მონაწილეობდა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.