ახალი ამბები
რა ჯდება საშუალოდ საახალწლო სუფრა - ფასები ზუგდიდის ბაზრიდან (ფოტო/ვიდეო)
სადღესასწაულო დღეების მოახლოებასთან ერთად, ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხალხის რაოდენობა საგრძნობლად იმატებს. მყიდველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი საახალწლო სუფრა, დეკორაციები, სათამაშოები და როგორც წესი, საჭირო პროდუქტების შესაძენად ბაზრის ტერიტორიას სტუმრობენ.

რადიო "ათინათი" დაინტერესდა, თუ საშუალოდ რა დაუჯდება წელს ოჯახს საახალწლო სუფრა. ბაზარში დასაქმებულები ჩვენთან ჰყვებიან, რომ მომხმარებელი, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. ამის მიზეზად კი რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორისაა ფასების ზრდა, ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია.

"საერთოდ ვერ ვყიდით ვერაფერს, ავიღებ საქონელს, მაგრამ ხალხს არ აქვს ფული... ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ყველაფერი გაყინულია. წელს თხილიც არ იყო, რომელსაც ხალხი საახალწლოდ გადაინახავდა ხოლმე, ჩააბარებდა, მოვიდოდა და იყიდდა პროდუქტს, თან ხალხი გასულია რაიონიდან და საერთოდ, ქვეყნიდან", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ხორც-პროდუქტების გამყიდველი აღნიშნავს, რომ ფასის მიხედვით, შედარებით ხელმისაწვდომია ე.წ ნახევარფაბრიკატი ნაწარმი, თუმცა მყიდველებს მაინც არ ყოფნით თანხა შესაძენად.

"ვაჭრობა არის ადამიანი რომ ვერაფერს ყიდულობს? გული გიკვდება კაცს, გინდა დაეხმარო, მაგრამ ვერაფრით რომ ვერ ეხმარები, ეს არის ცუდი. უნდა ნახოთ და დააკვირდეთ მთელი დღე, თუ რა დღეშია ხალხი", - თქვა ჩვენმა რესპონდენტმა.

ერთ-ერთი მყიდველი, რომელიც საახალწლო სათამაშოებს თანმხლებ შვილებთან ერთად არჩევდა, კმაყოფილი იყო არჩევანის მრავალფეროვნებით, მაგრამ აღნიშნა, რომ ბავშვებისთვის მოსაწონი პროდუქტები ძალიან ძვირია.

"ბავშვებს უხარიათ, როდესაც სანტას ფორმის სათამაშოს ვყიდულობ და ბოლო წლებში, ძალიან დაიხვეწა ასეთი ტიპის სათამაშოები, მაგრამ მართლა ძალიან ძვირი ღირს, მით უფრო, საახალწლო სუფრისთვისაც გვჭირდება თანხები, არ ვიცი, ამდენს როგორ გავწვდებით", - განმარტა ქალმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბაზარში არსებულ ფასებს, ჩვენ საახალწლო სუფრისთვის ძირითადი პროდუქტების ღირებულებას გაგაცნობთ.

ინდაური 50-დან 100 ლარამდე ღირს, გოჭის ფასი 100-დან 220-ის ჩათვლით არის. ერთი კილოგრამი ქათმის ხორცი - 10, საქონლის კი - 18-20 ლარი ჯდება. კილოგრამი თევზი - 10-12 ლარი ღირს.

ყველის ფასი განსხვავებულია სახეობების მიხედვით. გამყიდველები ამბობენ, რომ სულგუნი 26 ლარი ღირს, ჭყინტი - 20 და ხმელი - 29 ლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, კილოგრამი ბადრიჯანი საშუალოდ 4-5 ლარი ღირს, კიტრი - 4-დან 8-მდე, პომიდორი - 3.5 - 6, ბულგარული - 5, მწვანილი (ერთი შეკვრა) – 1ლარი, სტაფილოს ფასი 2 ლარიდან 2.5 ლარამდეა.

საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილის, ტკბილეულის შეძენა საშუალოდ 5-დან 30 ლარის ჩათვლითაა შესაძლებელი, ჩირისა და ტყლაპის ფასი 5-დან 50-მდე მერყეობს, ჩურჩხელა 1.5 – 5ლარია, გოზინაყი -2-4 ლარამდე ღირს.

ყურძენი -8, ბანანი -5 და ვაშლი - 3.5 -8 ლარამდეა. მანდარინი - 1.5 -2 ლარი, ფორთოხალი კი - 4 ლარია.

სათამაშო თოვლის ბაბუა საშუალოდ 30-300 ლარი ღირს, ხოლო ნაძვის ხის მოსართავები - 1 ლარიდან 35-ის ჩათვლით. კერძებისთვის საჭირო ინგრედიენტებიდან მაიონეზი - 1.30 -10 ,ხოლო ზეთი - 3.5 - 19ლარია.

ხელოვნური ნაძვის ხის ფასი 45-დან 770-ს აღწევს, ჩიჩილაქი კი 5 - 150 ლარი ღირს. 

ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პროდუქტების შესაბამისად, ოჯახს წელს ზუგდიდის ბაზარში საახალწლო სამზადისი საშუალოდ 350-დან 950 ლარის ჩათვლით დაუჯდებათ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.