ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების 8 შემთხვევა ფიქსირდება - საქსტატი
2023 წლის ნოემბერში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 081 პირის მიმართ დაიწყოა, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ამავე მონაცემებით, აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 108 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 5.2 პროცენტს შეადგენს.
აქვე ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 701 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 230, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში რვა შემთხვევა.

2023 წლის ნოემბერში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ქურდობა – 320 შემთხვევა;

მუქარა – 276 შემთხვევა;

ოჯახური ძალადობა – 218 შემთხვევა;

ძალადობა – 142 შემთხვევა;

გაუპატიურება – 16 შემთხვევა;

გარყვნილი ქმედება – 5 შემთხვევა;

თაღლითობა – 236 შემთხვევა;

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 305 შემთხვევა;

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 105 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 40 შემთხვევა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით – ოთხი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით რვა შემთხვევა გამოვლინდა, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ერთ შემთხვევაზე დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.