რეგიონი
ზუგდიდის თეატრს მკვეთრი რეიტინგული ზრდა აქვს - ქართული თეატრების კვლევის ცენტრი
ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ქართული თეატრის 2022 -2023  წლის საქმიანობის სტატისტიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 41 სახელმწიფოს, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს.

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები, წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით.

კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ზუგდიდის თეატრში, წლის განმავლობაში, გაზრდილია წარმოდგენების, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. ასევე მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრის 2023 წლის მონაცემები ასეთია:

სპექტაკლის პრემიერა – 5
რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობა – 17
წარმოდგენების რაოდენობა – 79
გაყიდული ბილეთების რაოდენობა – 6 485
დამსწრე მაყურებლების რაოდენობა – 7530
წლის ლიდერი სპექტაკლი “კატოს ნატვრა” – 15 წარმოდგენა, გაყიდული 2093 ბილეთი.
ქვეყნის შიგნით გასტროლების რაოდენობა – 6 გასტროლების ფარგლებში, ჩატარებული წარმოდგენის რაოდენობა – 12
ქვეყნის გარეთ გასტროლები 1 და ჩატარებული 1 წარმოდგენა.

ზუგდიდის თეატრი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რეიტინგების მკვეთრი ზრდა, დაუღალავი შრომის, მონდომების და მაყურებლის ერთგულების შედეგია.

,,2023 წლის ქართული თეატრის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა! ზუგდიდის თეატრის რეიტინგების მკვეთრი ზრდა, ჩვენი დაუღალავი შრომის, მონდომების და თქვენი-მაყურებლის ერთგულების შედეგია! მადლობა ჩვენს ძვირფას მაყურებელს! დროებითი თავშესაფრის და მწირი შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ დამაჯერებელი შედეგებია ჩვენ ვშრომობთ თქვენთვის და ზუგდიდში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის. ძალიან მალე თანამედროვე სტანდარტების ახალი თეატრის შენობის გახსნასაც ვიზეიმებთ'', - აღნიშნულია მათ გვერდზე.

"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" - ამ სახელწოდებით კვლევა ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.