ახალი ამბები
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

როგორც ოდიშარიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციისთვის ოპტიმალური დრო ოქტომბერ-ნოემბერია, მსურველებს ვაქცინაცია ახლაც შეუძლიათ, აცრა კი 6 თვის ასაკიდან არის ნებადართული.

გარდა ამისა, ნანა ოდიშარიამ განმარტა, რომ სეზონური ვირუსული მატება არის, თუმცა, გასულ წელთან შედარებით მატება და მიმართვიანობა სრულ მაჩვენებელს არ არის მიღწეული.

„ქვეყანაში, ძირითადად, გრიპის ორი შტამი ცირკულირებს, H1 და H3 შტამი. უმეტესად, ამ ვირუსით ინფიცირდებიან ქრონიკული დაავადებების პირები, ასაკოვნები და ბავშვები. დროული იზოლაცია, ჩარევა და ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს კარგ შედეგს. როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინაციას გრიპზე ვაკეთებთ შემოდგომის პერიოდში, ყველაზე ოპტიმალური ეს არის ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში. ვაქცინაცია გრძელდება, რა თქმა უნდა მისი ეფექტურობა არის და შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც არააქვს ამ სეზონზე ვაქცინაცია ჩატარებული, მობრძანდეს იმუნიზაციის კაბინეტში და გაიკეთოს აცრა“, - თქვა ოდიშარიამ.

ზამთრის პერიოდში სეზონური ვირუსების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობაც გაიზარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
06 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.