შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სტატისტიკით, 2023 წელს სამეგრელოში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 521 პირი შემოწმდა, მათგან 407-ს კი ნარკოტიკული თრობა     
დაუდასტურდა. 
სტატისტიკაზე დაყრდნობით, ასაკის მიხედვით დადასტურებული შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება: 
18-24 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში - 28 მოქალაქე.
25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 227 პირი. 
45-60 წლის მოქალაქეებში - 141 ადამიანი. 
60 წლის ზევით კატეგორიაში - 11 პირი.
ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის თანამშრომლებმა სულ 5492 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან 4023-ს კი გამოუვლინდა ნარკოტიკული თრობა.			
მასალის გამოყენების პირობები