ახალი ამბები
აფხაზმა „დეპუტატებმა“ საწვავის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის დუმას მიმართეს
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ნავთობპროდუქტების მიწოდების დარეგულირების მიზნით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მიმართა. აფხაზი „დეპუტატები“ მიიჩნევენ, რომ რუსეთის მთავრობის დადგენილება, „რომელიც „როსნეფტს“ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ერთადერთ ექსპორტიორად განსაზღვრავს, გადახედვას საჭიროებს“, მიმართვა „პარლამენტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერს „ტასი“.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო, ფსოუზე „საზღვრის“ რუსულ მხარეს, 21 დეკემბრიდან საწვავით დატვირთული 34 ვაგონი იდგა, რომელიც რესპუბლიკაში მხოლოდ 25 იანვარს შეიტანეს. „აფხაზეთის საწვავის ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ორი - სამი კვირის მარაგია. მათივე თქმით, „ნავთობპროდუქტების ბაზრის მონოპოლიზაცია დაუშვებელია და ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა სიტუაცია შეიცვალოს და ყველა მიმწოდებელს მიეცეს მუშაობის საშუალება“.

ამ თემაზე „პარლამენტში“ ორი მოსმენა გაიმართა. 24 იანვარს სოხუმში აქცია გაიმართა, რომელზეც საწვავის ბაზრის „მონოპოლიზაცია“ გააპროტესტეს. "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა" ჯანსუხ ნანბამ მომიტინგეებს უთხრა, რომ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან ერთად, მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს, საწვავის საკითხის მოსაგვარებლად.

მიმდინარეს წლის 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ამჟამად  მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მუშაობენ, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.

უფრო ადრე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. რუსული დადგენილების მოქმედების ვადა 6 თვეა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.