რეგიონი
თებერვალში სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს
თებერვალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში  7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მარტვილის, წალენჯიხის, სენაკის, ხობის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს, დაურეგისტრირებელი ცირკული ტიპის სახერხი საამქროები, საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

,,სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, სამართალდამრღვევმა, დაუფირნიშებელი მორების გადამუშავებით, 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი, ძელი) მიიღო.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში კი, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს 16 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქროები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს. შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს'', - იტყობინება გარემოს ზედამხედველობის სამსახური.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.