ახალი ამბები
"პიატნაშკას" ყოფილი მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ მოსკოვმა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ტელეგრამ-არხი BRIEF

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბატალიონ „პიატნიშკის“ მეთაურის, ახრა ავიძბას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღძრა, "ომის დროს ზემდგომის ბრძანების შეუსრულებლობისთვის" და "საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარისთვის". ინფორმაციას ტელეგრამ-არხი BRIEF იტყობინება.

"ეხო კავკაზას" თანახმად, ავიძბას წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს აღძრულ დადგენილებაში, ნათქვამია, რომ ავიძბა "იგივე დონის თაამდებობაზე გადაიყვანეს" ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქვეითი ბატალიონის მეთაურის მოადგილედ, თუმცა დათქმულ დროს დანაყოფში არ გამოცხადდა და არგუმენტად ბრძანების უკანონობა დაასახელა. დოკუმენტის თანახმად, მისმა მოქმედებებმა არსებითი ზიანი მიაყემა სამსახურის ინტერესებს.

ამავე ცნობით, ავიძბას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითგამოცხადებული "დნრ"-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დამფუძნებელი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა "პიატნაშკა".

ავიძბა აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ოპოზიციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრას ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის ალხასის (ხასიკი) მკვლელობა გახდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში.
იმავე წლის 9 ნოემბერს მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო.

გამოცემის ინფორმაციით, 2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება.

„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ“. თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - „სამართლიანი რუსეთი-უფლებისთვის“ - ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე, სახელწოდებით „ჩვენებს არ ვტოვებთ“. 29 სექტემბერს ახრა ავიძბა სოხუმში ჩავიდა.

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები, ძირითადად, „პიატნაშკას“ ბატალიონში ირიცხებიან. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე "დონბასის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში"  დაღუპული თერთმეტი აფხაზი მოხალისის ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.