ახალი ამბები
ბალდის კანიონის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი არ შეუშვეს - დაცული ტერიტორიების სააგენტო
ბალდის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასების მიზნით შექმნილი დროებითი კომისიის წევრები პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტომ გამოაქვეყნა.

"კომისიის წევრებს, შესაბამის ექსპერტებსა და საკითხით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადგილზე გასცნობოდნენ არსებულ ვითარებას და შეეფასებინათ პროექტის გარემოზე ზემოქმედება, რაც, თავად საპროტესტო ჯგუფის მიერ იყო მოთხოვნილი.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ჯგუფის მხრიდან, რომელიც აპროტესტებს ბალდის კანიონის პროექტს, მსგავს დესტრუქციულ ქმედებას უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი - ჩაიშალა ქალაქ მარტვილში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა და, ასევე, ბალდის კანიონის მიმდებარედ, მდინარე აბაშის დათევზიანების გეგმიური ღონისძიების შემდეგ, გზა გადაუკეტეს და ცილისმწამებლური ბრალდებებით პროვოკაციის მოწყობას შეეცადნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, პროტესტის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ პროვოკაციულად მოქმედებდნენ და უნდობლობას უცხადებდნენ ადგილზე მყოფ დარგის სპეციალისტებს.

როგორც სააგენტოში ამბობენ, აქტივისტებმა არ მისცეს ტერიტორიის შესწავლისა და შეფასების საშუალება.

"ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული ჯგუფი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს ბალდის კანიონის პროექტის განვითარებას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, დღეს გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილეს სიტუაციის ესკალაცია და ტერიტორიაზე არ შევიდნენ. მიუხედავად ამისა, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სააგენტო შეასრულებს აღებულ ვალდებულებას და ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე ზეგავლენის შეფასებას განახორციელებს", - აცხადებენ სააგენტოში.

თვეებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

ამავე თემაზე:

"კანიონ 350"-ის წინააღმდეგ გამოწერილი ექვსი ჯარიმა სასამართლომ გააბათილა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.