ახალი ამბები
სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება მოსწავლეების საჭიროებებს - აუდიტი
სკოლების დაფინანსების მოდელი არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2019-2021 წლებს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, 2019-2021 წლებში სამინისტრომ სკოლებს დამატებითი დაფინანსების მიზნით 6 694 99 ლარი გადაურიცხა.

„საქართველოში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. არსებული დაფინანსების მოდელის მიხედვით, ვაუჩერული დაფინანსება ძირითადად მიმართულია მასწავლებლების ხელფასზე და არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლების მიღებისთვის სხვა სახის მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორებიცაა მაგალითად: არაფორმალური განათლება, კლასგარეშე, კულტურული და შემოქმედებითი პროექტების განხორციელება.

აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება, რა გათვლებსა და კვლევებს ეფუძნება დაფინანსების არსებული მოდელი და კონკრეტული კომპონენტების მიხედვით, რა საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრა ვაუჩერის ოდენობა; არ არის განხორციელებული იმ ხარჯებისა და საჭიროებების ანალიზი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს სკოლას და რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს მათზე მიმართული დაფინანსების ოდენობა.

აღსანიშნავია ასევე, რომ დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფს სკოლის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილებას. მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება გამოითვლება არაერთ კომპონენტზე დაყრდნობით, სკოლები ითხოვენ დამატებით დაფინანსებას თანხების უკმარისობის გამო − ძირითადად, კომუნალური ხარჯების დაფარვის მიზნით. 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსება გაიცემოდა, საშუალოდ, 205 (საერთო რაოდენობის 10%) სკოლის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული სკოლებიდან, საშუალოდ, 41% სისტემატურად, ყოველ წელს ითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსს. 2019-2021 წლებში დამატებითი დაფინანსების მიზნით სამინისტრომ სკოლებს ჯამურად 6,694,993 ლარი გადაურიცხა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული გამოწვევებისა, სამინისტროს მიერ არ მომხდარა დაფინანსების არსებული მოდელის შეფასება, არ გაანალიზებულა გაწეულ ხარჯსა და მიღწეულ შედეგებს შორის ურთიერთკავშირი; არ არის დანერგილი მექანიზმები და შესაბამისი კრიტერიუმები, რითაც შეფასდება დაფინანსების არსებული მოდელის ეფექტიანობა. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული, რამდენად ითვალისწინებს დაფინანსების არსებული მოდელი სკოლის რეალურ საჭიროებებს და უზრუნველყოფს თუ არა ზოგადი განათლების სათანადო ხელმისაწვდომობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებიდან 3% მიმართულია კერძო სკოლების დაფინანსებაზე. კერძო სკოლები თითოეულ მოსწავლეზე სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში იღებენ ფიქსირებულ 300 ლარს. 2019-2021 წლებში კერძო სკოლების დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საშუალოდ წლიურად, გახარჯულია 18 მლნ ლარი. სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც შეფასდებოდა თუ რა მიმართულებით გამოიყენეს კერძო სკოლებმა მიღებული დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობდა პროცესის გამჭვირვალობას. ანგარიშვალდებულების მექანიზმის არარსებობა წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად განკარგვის რისკებს.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების მოდელით გათვალისწინებული ვაუჩერული სისტემის ფარგლებში არ ხორციელდება დაფინანსებით მისაღწევი მიზნებისა და შედეგების წინასწარ განსაზღვრა და შესაბამისად, არ არის დადგენილი გაწეულ ხარჯსა და მიღწეულ შედეგებს შორის ურთიერთკავშირი, ხოლო არსებული დაფინანსება არ ეფუძნება სკოლების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მოსწავლეების საჭიროებებს. არაქართულენოვანი სექტორის სკოლების წინაშე მდგარი გამოწვევების გადასაჭრელად, სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებულია გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, თუმცა დამატებითი მექანიზმებისა და შესაბამისი კვლევების გარეშე გატარებული ღონისძიებები, სათანადოდ არ პასუხობს აღნიშნული სექტორის გამოწვევებს. კერძო სკოლების დაფინანსება ეფუძნება მხოლოდ ერთ, რაოდენობრივ კრიტერიუმს და არ ხორციელდება ვაუჩერული დაფინანსების ოპტიმალური, სკოლის ფინანსური მდგომარეობისა და მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით განაწილება.

ამასთანავე, არ არის დანერგილი კერძო სკოლების დაფინანსების ფარგლებში ანგარიშვალდებულების სისტემა. ყოველივე ზემოაღნიშნული ქმნის რესურსების არაპროდუქტიულად და არაეფექტიანად განკარგვის რისკებს”, - ნათქვამია ანგარიშში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.