ახალი ამბები
სტალინისა და ლენინის ბიუსტები ზუგდიდში, რომლებზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ძველ აბასთუმანში საბჭოთა ბელადების ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის ბიუსტები დგას.

ლენინის მონუმენტი ინგირში ერთ-ერთი  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გვერდით გადავიღეთ. ის დაზიანებულია, თუმცა პირველადი იერსახე შენარჩუნებული აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე ათეული წელია, არავინ დაინტერესებულა მისი სოფლიდან გატანით. მანამდე ქანდაკება რკინიგზის მიმდებარედ იდგა.

ინგირში მერიის წარმომადგენელმა ჯონი ზარანდიამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ არ იცის, წაიღებენ თუ არა სადმე ბელადის ბიუსტს.  

"თუ უნდა ვინმეს, წაიღოს, ვაჩუქებ, მე რატომ უნდა გადავიტანო, რა ვიცი, სად წავიღო", - თქვა ზარანდიამ.

რაც შეეხება ძველ აბასთუმანში შინმოუსვლელთა მემორიალის მიმდებარედ, საჯარო სკოლასთან ახლოს აღმართულ სტალინის მონუმენტს, სოფლის გამგებლის მაკა აბშილავას თქმით, მემორიალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განახლდა და იქ განთავსებული ქანდაკების დემონტაჟი მოქალაქეების სურვილის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

"კომუნისტების დროს გაკეთებული სტალინის ბიუსტის გადაადგილება პირადად ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ", - აღნიშნავს აბშილავა. 

ზუგდიდის მერიაში კი გვეუბნებიან, რომ ქანდაკებებს არ გააჩნიათ ისტორიულ-კულტურულ მხატვრული ღირებულება, არ არიან მერიის ბალანსზე და არ წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის საგანს.

შესაბამისად, ისევ უცნობია, წაიღებენ საბჭოთა იმპერიის ბელადების ბიუსტებს ზუგდიდის სოფლებიდან თუ ორივე მონუმენტი კვლავ ინგირსა და ძველს აბასთუმანში დარჩება.



ამავე თემაზე: 

საბჭოთა სიმბოლიკა სამეგრელოს ქუჩებში (ფოტორეპორტაჟი)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.