"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ.
მათ შესაბამისი მოთხოვნით, დაახლოებით, 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.
![](/images/temp/2024/03/25/55acefeec87a8a9c877cf3178f7fc0ac.jpg)
კოლონა სიმბოლურად წალენჯიხიდან სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ჯანაშიასთან ერთად დაიძრა.
![](/images/temp/2024/03/25/407db10acd3459ae0f9519bfbb8f29d7.jpg)
მოგვიანებით მათ ზუგდიდში, ენმ-ს ოფისთან შეკრებილებს მიმართეს, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით თბილისისკენ დაიძრნენ.
მასალის გამოყენების პირობები