5 აპრილამდე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება									
			
		
						
			
			
			
								საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3-დან 5 აპრილამდე  რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.   
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გზის სურამის კვანძი-ზესტაფონის (კმ132-კმ200) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, მოძრაბა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით. 
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები