ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი კაშია დაინიშნა
ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა.

როგორც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო განმარტავს, "პროფესიული თეატრების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი თეატრს მიმდინარე წლის 22 აპრილიდან ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

"გიორგი კაშიამ დადგა სპექტაკლები: დავით კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"(2023), ფედერიკო გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლი" (2017), დავით კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი" (2018), ერიკ ემანუელ შმიტის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" (2019), თავისივე "ბოლო სამუშაო დღე" (2019), "აღმოსავლეთისკენ" (2020) და "ომი ომია" (2020), ნიკოლოზ წულუკიძის "ჯადოსნური წრე" (2021), ნუგზარ ლორთქიფანიძის "თქვენო უდიდებულესობავ" (2021), ანდრია ვაჭრიძის "ანდერძი" (2022), ბერტოლდ ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი" (2023), ოსკარ უაილდის "სალომეა" (2023)", - მითითებულია ინფორმაციაში.

იქამდე, 2019 წლიდან ზუგდიდის თეატრს რეჟისორი ლაშა შეროზია ხელმძღვანელობდა. მას გასული წლის ოქტომბერში პოზიციაზე ყოფნის ვადა ამოეწურა  და თეატრი რამდენიმე თვე სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის გარეშე იყო დარჩენილი. სამხატვრო ხელძღვანელის მოვალეობას დროებით ემა ლაშხია ასრულებდა.

კულტურის სამინისტრომ 2023 წლის 31 ოქტომბერს აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი ჩაშალა.

სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიზეზად "უფრო ჯანსაღი კონკურენციისთვის თანაბარი პირობების შექმნა" დასახელდა, თუმცა უწყებას დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მოგვიანებით კი, ამავე პოსტზე კონკურსი კვლავ გამოაცხადა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის თეატრს ისევ არ ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი

რატომ ჩაიშალა ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი - სტანდარტული პროცედურა თუ მიზანმიმართული ქმედება

ისევ უცნობია, ვინ გახდება ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა

ზუგდიდის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსი გამოცხადდა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.