ახალი ამბები
მარტვილში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში მოქალაქეს ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანონოდ მოპოვებული ბზის 1300 ერთეული ტოტი გადაჰქონდა. ამავე ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.



უფრო ადრე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კონტროლს ამკაცრებს.

მათივე ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა, სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

უწყებაში განმარტავენ, რომ "ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე".

"კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკრძალულია. ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. გარდა პათოგენური სოკოსა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს უქმნიდა ინვაზიური მავნებელი - ბზის ალურა.ეროვნული სატყეო სააგენტო მართვას დაქვემდებარებულ ტყის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომებში კომპლექსურ ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს, რაც, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა, სახეობის საკონსერვაციო ქმედებებსაც მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირებულია", - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციაში.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ნუ დაარღვევენ კანონს, რადგან თითოეულ გამოვლენილ დარღვევაზე მკაცრი სანქციები გატარდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
15 - 16 ივლისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,,ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და..."  ჩატარდება.
ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ, არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში 4 ახალგაზრდა დააფინანსა.
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2024
გუდაუთის მცხოვრებლებმა სასტუმრო "როსიას" საკანალიზაციო არხები გადაკეტეს, ანტისანიტარიის გამო. 
15 / ივლისი 2024
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდში ისტორიის გამოცდის პირველ სესიაზე რეგისტრირებული 389
15 / ივლისი 2024
2020-დან 2022 წლის ჩათვლით, უცხოური დონორი ორგანიზაციების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / ივლისი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.