ახალი ამბები
"აგენტების" კანონის აქციაზე დაკავებულ მარიამ სიჭინავას სასამართლომ 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სიჭინავას თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მან ასევე განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა რვავე პოლიციელმა მის წინააღმდეგ ერთი და იგივე ჩვენება მისცა, თუმცა სიჭინავას მტკიცებით, სასამართლოსთვის მიცემული მათივე ვიდეო კადრებით დასტურდება ის, რომ მათი ჩვენებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

"პოლიციელებმა თქვეს ის, რაც უკარნახეს, რომ მე ვილანძღებოდი, ვიგინებოდი, ვაყენებდი სხვადასხვა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწმაწური სიტყვებით. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მაია კალანდიას დაკავების მანქანას ვეღობებოდი წინ, რაც ცალსახა ტყუილი იყო და იმ კადრებშიც გამოჩნდა, რომელიც თვითონ წარადგინეს. მათ კადრებში ჩანდა, რომ ის პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ მე ვეღობებოდი მათ მანქანას, ის მიათრევს სხვა ქალბატონს, რომელიც მაგ მომენტში ეფარებოდა მანქანას. მოსამართლემ ვერ გაითვალისწინა, რადგან საქმეში იყო რვა პოლიციელი, მათ შორის მაღალჩინოსნებიც. ადგილზე თათბირით გამოიტანა განაჩენი, გარეთ არ გასულა", - უთხრა რადიო "ათინათს" სიჭინავამ.

რაც შეეხება მაია კალანდიას სასამართლო პროცესს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის დღესაც გადაიდო.

შეგახსენებთ, 30 აპრილს, ღამით, პოლიციის თანამშრომლებმა პარტია "ახალის" და საკრებულოს წევრი მაია კალანდია და "დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

მაია კალანდიას და მარიამ სიჭინავას პროცესი გადაიდო (ფოტო)

ზუგდიდში მაია კალანდია და მარიამ სიჭინავა პოლიციამ, სავარაუდოდ, დააკავა (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
11 / დეკემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოში გავრცელებულ რიტუალზე და ტრადიციაზე "გაძღიკობა".
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.