ახალი ამბები
პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს - ზსსუ უნივერსიტეტების განცხადებას უერთდება
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.

ამით, უნივერსიტეტების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ საქართველოში "აგენტების" კანონის პარლამენტში მიღებასთან დაკავშირებულ უწყვეტ საპროტესტო აქციებს.

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას და ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება", - წერენ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი გააპროტესტა და ფიცი დადო, რომელშიც აღნიშნეს, რომ დაიცავენ ქვეყნის ევროპულ გზასა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ე.წ აგენტების კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ.

დღეს, 14 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 18:00 საათზე გაიმართება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "აგენტების" კანონს მესამე მოსმენით გუშინ დილით მხარი დაუჭირეს. მმართველი პარტიის დეპუტატებმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში მიიღეს.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.



ამავე თემაზე: 

სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი - დღეს ზუგდიდში მორიგი აქცია გაიმართება

ზსსუ-ს სტუდენტები ზუგდიდში "აგენტების" კანონს გააპროტესტებენ

ზსსუ-ს სტუდენტებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან ფიცი დადეს (ფოტო/ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.