რეგიონი
ევროპული ღირებულებები ჩვენი ნათელი მომავალია და ყოველთვის ღირს ბრძოლა - ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობა
ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის თვითმმართველობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უერთდება ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს. 

როგორც თვითმართველობის მიერ გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული, მათი თქმით,  უკეთესი მომავლისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ ყოველთვის ღირს ბრძოლა. 

"ვუერთდებით ჩვენი თაობის წარმომადგენლებს, და ვფიქრობთ, რომ ევროპული ღირებულებები ჩვენი, ახალგაზრდების, პრიორიტეტების ქვაკუთხედია და აუცილებელია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ქართველების ჭეშმარიტი ორიენტირი მუდამ საკუთრი თავის იმედი, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. ჩვენი სკოლა ატარებს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს, მისი მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ უკეთესი მომავლისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ ყოველთვის ღირს ბრძოლა. ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები ჩვენი ნათელი მომავალია.

მანამდე, ე.წ აგენტების კანონის მიღებას ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა, ზუგდიდის N1 სკოლა და ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო გამოეხმაურა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

ამავე თემაზე:


რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.