დღეს ზუგდიდის სკეიტ პარკიდან, 16:00 საათზე, დედები, შვილებთან ერთად, მარშს სახელწოდებით "დედები რუსული კანონის წინააღმდეგ" გამართავენ.
ამავე ლოკაციაზეა დაგეგმილი მათი აქციაც, რითაც ისინი პარლამენტში "აგენტების" კანონის საბოლოოდ მიღებას გააპროტესტებენ.
"ყველამ იქონიეთ თან ცარცები, საპნის ბუშტები, ფერადი ბუშტები... რაც ბავშვების გართობაში დაგვეხმარება", - წერენ ღონისძიების ორგანიზატორები.
საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით
14 მაისს მიიღო. წინააღმდეგ წავიდა 30 დეპუტატი.
შეგახსენებთ, "აგენტების" კანონს სამივე მოსმენით მხარი დაუჭირეს ქალაქ ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა და მოგვიანებით, მაჟორიტარმა ედიშერ თოლორაიამ, ხობის ყოფილმა მაჟორიტარმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ქალაქ ფოთის მაჟორიტარმა გიორგი ხახუბიამ.
ამავე თემაზე:
ჩვენ ვართ საქართველო - ზსსუ-ს სტუდენტები “აგენტების” კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)
ზუგდიდში „აგენტების“ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას აპროტესტებენ (ფოტო)
„არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ , - ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია - მსვლელობა მიმდინარეობს (ფოტო)
ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს
რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები