ახალი ამბები
სუს - ი არ ადასტურებს „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.

„რაც შეეხება ამ ინფორმაციას, სხვადასხვა მონაცემები ვრცელდება რაოდენობრივი. ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოვიკითხეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამ საათის მდგომარეობით, მათ არ დაადასტურეს დაკავების ფაქტი. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ინფორმაციას ვაზიარებ დღევანდელი 10 საათის მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი გააქტიურდება დღის განმავლობაში და კიდევ მოვიკითხავთ ინფორმაციას ცხელი ხაზით, ასევე ჩვენს ხელთ არსებული სხვა საშუალებებით. ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ამ ფაქტის დადასტურება. არცერთი ინდიკატორი ამ ეტაპზე ამ ფაქტზე არ მიუთითებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სუს - ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 13 ქართველი სტუდენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას თქმით, ახალგაზრდები გამყოფი ხაზის გადაკვეთისთანავე და სახლში დაბრუნებისთანავე, დაკითხვაზე წაიყვანეს. მისივე ცნობით, მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და დანარჩენ საქართველოში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაკითხეს. ბელქანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსწავლეები და მათი მშობლები „სერიოზული ზეწოლისა და აგრესიის ქვეშ არიან“. მან ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.

პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. პროტესტი კი რამდენიმე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.