ახალი ამბები
მარტვილში შვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
მარტვილში, სოფელ ნალეფსავოში შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე დაკავებულ მამაკაცს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ბრალდებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა შვილს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაუზიანდა. ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებმა ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის განმარტებით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შემთხვევა მარტვილის მუნიციპალიტეტში 23 მაისს მოხდა


ამავე თემაზე:

მარტვილში შვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს - შსს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობს.
14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
6 ივნისს, ზუგდიდში, კოსტავას N36-ში “ჯი პი აი ჰოლდინგის” ახალი ოფისი გაიხსნა.
დღის სიახლეები
16 / ივნისი 2024
გუდაუთის რაიონის სოფელ კალდახვარასთა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
16 / ივნისი 2024
"იუვენტუსის" აკადემიის ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნდნენ და ქომაგებმა სპორტსმენებს წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
15 / ივნისი 2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 24 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.