ახალი ამბები
"აგენტების" კანონის მოწინააღმდეგეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს (ფოტო)
ზუგდიდში "აგენტების" კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები, მერიიდან დაიძრნენ და მსვლელობა ქალაქის სხვადასხვა ქუჩაში მოაწყეს.

მათ აღმაშენებლისა და კოსტავას გამზირი შეძახილებით მოიარეს, რამაც რამდენიმე წუთით მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. ისინი, ასევე, ჩერდებოდნენ ზებრა გადასასვლელებზე.

პროტესტის მონაწილეები სკანდირებდნენ "არა რუსულ კანონს", "საქართველოს გაუმარჯოს", ასევე მოუწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ გზადაგზა ხვდებოდნენ, მათ შორის, ავტომობილების მძღოლებს, პროტესტის მხარდაჭერისკენ.

მათ გამოიარეს პირველი საჯარო სკოლა, სკოლაში მყოფი მოსწავლეები მათ ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ.

აქციის მონაწილეებს ,,სიგნალებით'' ამხნევებდნენ ავტომობილების მძღოლებიც.

მათ აქციის მიმდინარეობისას შეიტყვეს, რომ პარლამენტმა "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პროტესტანტები ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან არიან. მათი თქმით, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას განაგრძობენ და ამ კურსიდან გადახვევას არ შეურიგდებიან.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დღეს დაძლია. პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია სახელწოდებით "რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ" დილიდან მიმდინარეობს.


ამავე თემაზე: 

პარლამენტმა "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ზუგდიდში მერიის შენობასთან „აგენტების“ კანონს კვლავ აპროტესტებენ (ფოტო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.