ახალი ამბები
სოხუმი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ოდისეი ბიგვავა შეასრულებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობას „მინისტრის მოადგილე“ ოდისეი ბიგვავა შეასრულებს.

შესაბამის განკარგულებას, აფხაზმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 2024 წლის 28 მაისს მოაწერა ხელი, წერს „აფსნიპრესი“.

მას შემდეგ, რაც ბჟანიამ „საგარეო უწყების“ ყოფილი ხელმძღვანელი ინალ არძინბა გაათავისუფლა თანამდებობიდან, პოსტს დროებით მისი მოადგილე ირაკლი ტუჟბა იკავებდა.

ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობიდან 7 მაისის განკარგულებით გაათავისუფლა და მისი მოვალეობის შესრულება დაავალა მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას.

მოგვიანებით,  არძინბამ დაწერა, რომ თანამდებობა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დატოვა და რუსეთში ტელეწამყვანი გახდა

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა. აფხაზი პოლიტიკოსი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, 2014 - 2018 წლებში ის "დსთ-ს ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტში" მუშაობდა, სადაც უკრაინის განყოფილებას, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებდა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად გამოდიოდა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკით.

2023 წლის ნოემბერში, ინალ არძინბამ განაცხადა, "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ და მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაჩერა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერტიფიკატების გაცემა. USAID-ის (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) მისიის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში ჯონ პენელი კი „აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადდა.

არძინბამ აქტიურად დაუჭირა მხარი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას. დოკუმენტი განსახილველად უკვე გადაეცა ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.