ახალი ამბები
ჩინეთის ანაკლიაში შემოსვლისას რამდენად დაცული იქნება ქვეყნის უსაფრთხოება, ის ალიანსშია რუსეთთან - მამუკა ხაზარაძე
პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც 2017 წელს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" თავმჯდომარეობდა, პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კომპანიის გამოცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, რადგან როგორც ამბობს, ჩინეთი რუსეთის პარტნიორი სახელმწიფოა და კითხვის ნიშნებს აჩენს პოტენციურად გამარჯვებული კომპანიის საქმიანობა.

"ანაკლიასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს საერთაშორისო არბიტრაჟი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ამერიკელების, ევროპელებისა და ქართველი ინვესტორების დაფინანსების ექსპროპრიაცია მოახდინა, გამოგვიცხადა ომი და სამი წლის განმავლობაში, დაუზოგავად გვდევნიდა ყველგან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ საქმეს არ შევშვებივართ. რაც შეეხება ჩინეთის შემოსვლას, ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არის კარგი, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთთან, რომელიც ალიანსშია რუსეთთან, რამდენად დაცულად იქნება ჩვენი ქვეყანა. მაგალითად, ტრამპს, ამ კომპანიაში, რომელიც საქართველოში შემოდის, აკრძალული აქვს ამერიკელი კომპანიებისთვის ინვესტიციების გაკეთება", - თქვა ხაზარაძემ.

მისივე განმარტებით, ის ამერიკულ, ევროპულ და ქართულ კომპანიებთან ერთად, ჩინელ ინვესტორებსაც სთავაზობდა ანაკლიის პროექტში ჩართვას.

"რაც უფრო მეტი დროშა აღიმართებოდა ანაკლიაში ჩვენი უცხოელი პარტნიორების, ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ვაჭრობისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. რუსულმა ხელისუფლებამ კი შემოიტანა რუსული კანონი. მათ განდევნეს ამერიკელები და ევროპელები, ექსკლუზიურად გადასცეს ჩინელებს", - დასძენს იგი. 

შეგახსენებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მის მშენებლობაში მნიშვნელოვანია შეფასდეს პოტენციური გავლენა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სუვერენიტეტზე.

თავდაპირველად, ის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მისი ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.