ახალი ამბები
სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე, მისი ორივე მოადგილე და კომისიების თავმჯდომარეები უნდა გადაეყენებინათ, არ გამოცხადდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. რეგისტრაცია არ გაიარეს "ქართული ოცნების დეპუტატებმა.

ისინი სხდომათა დარბაზში საჯარო მოხელეებთან და მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად შევიდნენ და დამსწრეებს "ქართული" კანონის მიღება მიულოცეს. სწორედ ასე უწოდებენ ისინი "აგენტების" კანონს.

პარალელურად, დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა კანონის მიღება გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და პლაკატი წარწერით "არა რუსულ კანონს". 

"ქართული ოცნების" მილოცვას მოჰყვა პოლიტიკური ბრალდებები, ხმაური და დაპირისპირება, რის შემდეგაც, მოგვიანებით, სხდომა დატოვეს ფრაქცია "ახალის" წევრებმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები "ქართული ოცნების" ქმედებას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებენ.

თავის მხრივ, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მოლოდინი აქვთ, შემდეგ სხდომაზე მათ მიერ ინიციირებული საკითხი აუცილებლად დადგება და სასურველ შედეგს მიაღწევენ.

ინფორმაციისთვის, 10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

დღის წესრიგის მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე უნდა ემსჯელა.

პროცესს, ასევე, წინ უძღოდა ბოიკოტი. საკრებულოში სხდომის ჩასატარებლად ხუთჯერ ვერ შედგა კვორუმი, რადგან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი მას არ დასწრებია.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე: 

საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის გადაყენება უნდა განიხილონ, დროებით გადაიდო

საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის გადაყენება უნდა განიხილონ, დროებით გადაიდო

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

პოლიტიკური კონსულტაციების გამო არ ვესწრებოდით - "ქართული ოცნება" საკრებულოში მივიდა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.