ახალი ამბები
სოხუმი - „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ე.წ. დეპუტატებმა „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით შეიტანეს.

აფხაზი დეპუტატის დიმიტრი მარშანიას განცხადებით, არსებობს „გადაუდებელი აუცილებლობა“ უფრო მარტივი და გამჭვირვალე გახდეს იმ პირთა აღრიცხვის საკითხების მოწესრიგება, რომლებმაც მიიღეს ან აღიდგინეს „ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა“, – განაცხადა დეპუტატმა დიმიტრი მარშანიამ კანონპროექტის წარდგენისას.

„აფსნიპრესის“ თანახმად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომელთაც ზოგადი წესით სურთ „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღება, „კანონპროექტი ითვალისწინებს ბინადრობის ვადის გაზრდას ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან მოქალაქეობის მოთხოვნის დღემდე უწყვეტად 25 წლამდე ან აღნიშნული პირები 1999 წლის 12 ოქტომბრიდან უწყვეტად ათი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

ამავე ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს“ მოქალაქეობის“ მინიჭების პროცედურას იმ პირებისთვის, რომლებიც არიან ჩერქეზების (ადიღეების) შთამომავლები. „კანონპროექტი“ ასევე ადგენს „მოქალაქეობაზე“ გამარტივებული წესით მიღების კვოტას - წელიწადში არაუმეტეს 30 ადამიანისა „აფხაზეთისა და კაცობრიობის მიმართ განსაკუთრებული დამსახურების მქონე, ან აფხაზეთისთვის დაინტერესებული პროფესიის ან კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის“.

აქვე განმარტებულია, რომ გაფართოვდა „მოქალაქეობის მიღებისა და მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განაცხადების უარყოფის საფუძვლების ნუსხა“ . კერძოდ, კი, ეს ეხება იმ პირების (მათ შორის მათი ოჯახის წევრების და ნათესავების) მიერ წარდგენილ განცხადებებს, რომლებმაც „დაგეგმეს, მოამზადეს, წამოიწყეს ომი აფხაზეთის წინააღმდეგ, ასევე იყვნენ შეიარაღებული ფორმირებების (ნაწილების), სამხედრო პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების და საქართველოს სხვა სტრუქტურების წევრები აფხაზეთის რესპუბლიკის ოკუპაციის დროს, 1992 წლის 14 აგვისტოდან 1993 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ან სხვა სახის დახმარება გაუწიეს საქართველოს საოკუპაციო რეჟიმს მითითებულ პერიოდში, მონაწილეობა მიიღეს საომარ მოქმედებებში, აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციებში, მიიღეს რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა დებულების შესაბამისად“.

გამოცემა წერს, რომ „კანონპროექტის“ მიხედვით, ინერგება იმ პირთა პირადი აღრიცხვის სახელმწიფო რეესტრი, რომლებმაც მიიღეს „აფხაზეთის მოქალაქეობა“. „მოქალაქეობის საკითხებზე პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებების გამოქვეყნება სავალდებულო გახდება“.

უფრო ადრე, ცნობილი გახდა, რომ გალის მცხოვრებლები „ბინადრობის მოწმობის“ მიღებას 5 - ის ნაცვლად, 10 წლის ვადით შეძლებენ. შესაბამისი ცვლილებები „აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ე.წ. კანონში დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ 2023 წლის დეკემბერში მიიღო.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.