ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოში "ენმ" და "ქართული ოცნება" არ გამოცხადდა - თავმჯდომარის გადაყენება კვლავ გადაიდო

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წევრები არ გამოცხადდნენ.


სხდომა, რომელზეც გახარიას პარტიიდან საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე, მისი ორივე მოადგილისა და კომისიების თავმჯდომარეების გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არარსებობის გამო, გადაიდო.

წარმომადგენლობით ორგანოში აღნიშნული საკითხი 31 მაისსაც ვერ განიხილეს, რადგან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოში არ მივიდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.

ინფორმაციისთვის, 10 აპრილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება დაარეგისტრირა.

დღის წესრიგის მიხედვით, წარმომადგენლობით ორგანოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის, გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენების საკითხებზე უნდა ემსჯელა.

პროცესს, ასევე, წინ უძღოდა ბოიკოტი. საკრებულოში სხდომის ჩასატარებლად ხუთჯერ ვერ შედგა კვორუმი, რადგან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი მას არ დასწრებია.

გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.


ამავე თემაზე: 

სხდომა, რომელზეც საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა გადაეყენებინათ, ჩაიშალა

საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის გადაყენება უნდა განიხილონ, დროებით გადაიდო

მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს

ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.