შავი ზღვის დაბინძურებისთვის ფოთის სასამართლომ გემი 65 000 ლარით დააჯარიმა									
			
		
						
			
			
			
								გზდ-ს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების კიდევ ერთი შემთხვევა გამოავლინეს. 
როგორც უწყება განმარტავს, პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა, რისთვისაც, ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარით დააჯარიმა. 
მათივე ცნობით, გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება, დაკისრებული ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები