ახალი ამბები
არასაკმარისი კომუნიკაციის გამო, ბენეფიციარებს მომსახურება დაუგვიანდათ - აუდიტის ანგარიში აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტით განსაზღვრული "მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის" პროექტის შესყიდვის პროცესი ნაკლოვანებებით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვეცნობით.

კერძოდ, როგორც უწყება აცხადებს, 2022 წელს სამინისტრომ სამედიცინო საგნებისა და მომსახურების შესყიდვაზე 31 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ჯამური ღირებულებით 1.3 მლნ ლარი. აქედან, ხუთი ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არ მიიღო არცერთმა პრეტენდენტმა, სამი ტენდერი კი უშედეგოდ დასრულდა პოტენციური მიმწოდებლების დისკვალიფიკაციის გამო.

"იდენტური სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ახალ ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს სავარაუდო მომწოდებლებმა. საბოლოოდ, შედგა 790 ათასი ლარის სავარაუდო ღირებულების 23 ტენდერი, რაც მიუთითებს სამინისტროს მიერ პოტენციურ მომწოდებლებთან არასაკმარის კომუნიკაციაზე. შედეგად, ბენეფიციარებს მომსახურება დროულად ვერ მიეწოდათ", - მითითებულია ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, უწყების დოკუმენტში, ასევე, საუბარია ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელშიც როგორც აუდიტი ადგენს, ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და სამუშაოების შემსრულებელს 277.8 ათასი ლარი ზედმეტად აუნაზღაურდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, შესყიდვების მართვის პროცესი, თითქმის ყველა ეტაპზე, ხარვეზებით მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.