ახალი ამბები
გაზის (აირის) იარაღის შეძენისა და რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა - შსს
2024 წლის 7 ივნისიდან, თუ პირს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია სურს, მომსახურების სააგენტოში იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, საქართველოს შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა უნდა წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

"დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო. გადაწყვეტილება განმცხადებელს ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით", - განმარტავს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, პოლიციაში დაბარებული პირის არგამოცხადება, მისვლაზე უარი ან/და პირის საცხოვრებელ ადგილზე, იარაღის შენახვის ადგილზე მისული უფლებამოსილი პირის არდაშვება, თანხმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.