რეგიონი
პირველი ივლისიდან მასწავლებლის ხელფასი 500 ლარით გაიზრდება
საქართველოს განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნის მიზნით იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც, პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა მოხდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიის დაფასება სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს.

..ამის ნათელი მაგალითია მასწავლებლის ეროვნული დღისა და ეროვნული პრემიის დაწესება, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს უკვე 11 პედაგოგი დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლების მიზნით ორენოვანი განათლების დანერგვაზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.