ახალი ამბები
სოხუმის სანაპიროზე სამმაგი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება არ დაკმაყოფილდა, - მედია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს“ სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სამმაგი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატების კოლექტიური საკასაციო საჩივარი 13 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის წინააღმდეგ, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამავე ცნობით, განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს „უზენაესი სასამართლოს“ პრეზიდიუმში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ“ 2024 წლის 13 მარტს სოხუმის სანაპიროზე მომხდარი სამმაგი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასჯელი შეუფარდა.

საინფორმაციო სააგენტო „აიაშარას“ თანახმად, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ შემდეგი განაჩენი გამოიტანა:  ბესლან ბგანბას, ერიკ ჭკადუას და დათო ახალაიას, 20- 20 წლით, ხოლო დემურ ახალაიას და ასლან ბლაბბას - 11 - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმის სანაპიროზე, რესტორან "სან რემოს" შესასვლელთან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ასტამურ შამბა (ასტიკა) და ალხას ავიძბა (ხასიკა). ორმხრივი სროლის შედეგად დაშავებული რესტორნის მიმტანი, 21 წლის დომინიკა აკირტავა, 3 დეკემბერს, მიყენებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.